ახალი ამბები
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ორი მოქალაქე გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში მდინარე კაპარჭინაზე, ორი მოქალაქე, მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოავლინეს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავი, ჩოგანბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, 3 ერთეული აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 575 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 167 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.


Print