ახალი ამბები
შუა ქვალონში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

Print