ახალი ამბები
პროტესტი ცვლილებისამდი ჯანსაღი პროცესია, მაგრამ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა არასწორია - ჩხოროწყუს რესურსცენტრის ხელმძღვანელი
ჩხოროწყუს ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას განმარტებით, აუცილებელია, რომ ჩხოროწყუს სკოლებში, სადაც საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა, სწავლა განახლდეს.

ჯალაღონია აცხადებს, რომ შეხვდება პროტესტის მონაწილეებს და იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ პროტესტის გამოხატვა პედაგოგების მხრიდან ჯანსაღი პროცესია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ბავშვების მოწყვეტა სასწავლო პროცესიდან და აქციაში ჩართვა, არ არის მიზანშეწონილი.

დღეს ჩხოროწყუს ნომერ მეორე, ასევე სოფლების - კირცხისა და ახუთის სკოლის მასწავლებლების ნაწილი გაიფიცა, მოსწავლეებმა კი ტრანსპარანტებით გააპროტესტეს  ახალი დირექტორების არჩევა.

"გაუგებარი და პოლიტიკურად მოტივირებული", - ასე აფასებენ სკოლებში გადაწყვეტილებას და აპირებენ აქციის გაგრძელებას, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო არ წარმოადგენს კრიტერიუმებს, რომლითაც მათი თქმით,  "სკოლის  განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი ჩამოაშორეს სკოლასა და მოსწავლეებს". 


ამავე თემაზე:

ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ




Print