ახალი ამბები
ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის - პრეზდენტი ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის განთავსებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება მოსკოვის და სოხუმის გეგმას ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო - საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის
განთავსების შესახებ. მისი შეფასებით, ეს რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა.

"ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ოკუპაციის გაგრძელება" უწოდა მოსკოვის განზრახვას, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. " ეს უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას", - განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომე ეს არის "მორიგი პროვოკაციული მცდელობა" რომელიც მიმართულია "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ".

4 ოქტომბერს, რუსული გამოცემა "ვედომოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განმარტა, "უახლოეს მომავალში იქნება ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუქნტი. 

ამავე დღეს, სოჭში ვლადიმირ პუტინი ასლან ბჟანიას შეხვდა.

მანამდე, 3 ოქტომბერს, ოკუპირებული ფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა.


Print