ახალი ამბები
ჭალეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
წალენჯიხის სოფელ ჭალეში, გამთენიისას კუკავების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებს მერია მაქსიმალურად დაეხმარება.

ცეცხლის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
Print