ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარი შადრევანი დაზიანების გამო ათ დღეზე მეტია გამორთულია
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ქალაქის მთავარი შადრევანი, დაახლოებით, 10 დღეა, არ ფუნქციონირებს. მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ შადრევანს ტექნიკური პრობლემა აქვს და მის შესაკეთებლად მუშაობენ.

"ტექნიკური ნაწილია დაზიანებული და შესაბამისი სამსახურები აღსადგენად მუშაობენ", - ამბობენ მერიაში.

ჯერჯერობით, მერიის წარმომადგენლები ვერ გვიკონკრეტებენ, როდის განაახლებს ფუნქციონირებას შადრევანი.
Print