ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ,მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითი ბულვარიდან გზაზე გადმოდიოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი გზას არა ე.წ. ზებრა გადასასვლელით, არამედ საავტომობილო გზის გავლით კვეთდა.

დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
Print