ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “ღვინის დღეები” მიმდინარეობს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფესტივალ "ღვინის დღეების" ღონისძიებები მიმდინარეობს.




გამოფენილია სხვადასხვა ჯიშის ღვინები, შესაძლებელია დეგუსტაციაც და ყიდვაც.



ასევე, ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქტს, მათ შორის აჯიკას, თაფლს, ყველს ყიდიან. წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთებიც.



ბავშვებისთვის მოწყობილია სხვადასხვა სივრცე.



დღის ბოლოს კი გალა კონცერტი გაიმართება დათო ევგენიძისა და იტალიელი მომღერლის კიარა ჩიველოს მონაწილეობით.



ამით "ღვინის დღეები 2023" დასრულდება.
Print