ახალი ამბები
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს  მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ჯალაღონიამ დაუდასტურა.

„დღეს ჩატარდა არჩევნები ექვს სკოლაში, ხოლო ხვალ ტარდება ერთ სკოლაში და ყველგან დასრულდა დადებითი შედეგით. მხოლოდ ერთ სკოლაში გაიყო ხმები, სამმა დაუჭირა მხარი და სამმა უარი უთხრა.
ამის შემდეგ, ალბათ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება, ამ სკოლაში არ არის მოვალეობის შემსრულებელი, არის დირექტორის მიერ დანიშნული მოადგილე“, - თქვა ჯალაღონიამ.

იქამდე, ჩხოროწყუს ნომერ მეორე, ასევე სოფლების - კირცხისა და ახუთის სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილში პროტესტი მოჰყვა დირექტორის არჩევნების პროცედურებს.

ჩხოროწყუს გარდა, ანალოგიური შედეგით დასრულდა არჩევნები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა მხარი არ დაუჭირა წარდგენილ კანდიდატს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების ნაწილში დირექტორებს ირჩევენ. სამეგრელოს რეგიონში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი.



ამავე თემაზე:

ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ

მასწავლებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - რატომ არ აირჩია ჯგალის სკოლის სამეურვეო საბჭომ სამინისტროს კანდიდატი დირექტორად
Print