ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, საბჭოს ექვსი წევრიდან კანდიდატს ხმა მხოლოდ ერთმა მისცა.
გარდა ამისა, დირექტორი ვერ აირჩიეს მეექვსე საჯარო სკოლაში. აქ არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა.
"კანდიდატმა ვერ წარმოადგინა სწავლების სფეროში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილების შესაბამისი დოკუმენტაცია. ახლა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს მეექვსე სკოლაში დირექტორის თანამდებობის საკითხი", - უთხრა
რადიო "ათინათს" ბულიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან
29 სკოლაში სამეურვეო საბჭოებს დირექტორები უნდა აერჩიათ, თუმცა ისინი 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში აირჩიეს. ყველგან
თითო კანდიდატი იყო წარდგენილი. დღეს სკოლებში არჩევნების ჩატარების ბოლო დღე იყო.
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს
მასწავლებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - რატომ არ აირჩია ჯგალის სკოლის სამეურვეო საბჭომ სამინისტროს კანდიდატი დირექტორად
ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ
მასალის გამოყენების პირობები