რეგიონი
მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში +26, +28 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით +25+27 გრადუსი იქნება. მესტიაში კი  21-22 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა +20,+22 გრადუსს მიაღწევს.

Print