ახალი ამბები
ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის - ლევან დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა პროექტში ორი ფინალისტია.

"პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია "შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, "შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობა.

აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი", - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ

ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია სხვა საერთაშორისო, გამოცდილი კომპანია - მინისტრი
Print