ახალი ამბები
ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დასძინა, რომ შავ ზღვაში გააქტიურდება საბორნე მიმოსვლა, რომელიც საქართველოს რუმინეთსა და ბულგარეთთან დააკავშირებს და საერთაშორისო ტრანსპორტირებას გააძლიერებს.

მისივე თქმით, საქართველოს, როგორც "რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყნის" მიზანია, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

"ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენი როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი, თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული და ნამდვილად, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მილიონი კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს" , - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა პროექტში ორი ფინალისტია.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

სექტემბერში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად პროექტის პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, მათგან ერთი - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ - სინგაპურული კონსორციუმია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, განაცხადი სულ ოთხმა კომპანიამ შემოიტანა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

Print