ახალი ამბები
რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, - "ჩერნომორენერგო"
სოხუმი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განუცხადა.

მან განმარტა, რომ ზამთარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოსისტემა მხოლოდ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიით ვერ იმუშავებს:

"ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს. გრაფიკის შემოღება დამოკიდებული იქნება ენგურჰესზე ზამთრის შემოდინებაზე და ელექტროენერგიის მოცულობაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მოგვაწვდის. " ჯინჯოლიამ.

მისივე თქმით, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე უკვე კრიტიკულ ზღვარზეა - დაახლოებით 422 მეტრი. ჯინჯოლიამ დასძინა, რომ "გასულ წელს საშუალო თვიური შემოდინება წამში დაახლოებით 160 კუბური მეტრი იყო, წელს კი 50".

მანამდე აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ შემოდგომაზე "აფხაზეთს მოუწევს მიმართოს რუსეთს, რათა ქვეყანა სრულად უზრუნველყოს ელექტროენერგიით, რადგან ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ამარაგებს რესპუბლიკას, ვერ შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები ჯვარის წაყლსაცავში წყლის დაბალი დონის გამო".

გასულ კვირაში, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ წელს ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება.



Print