ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტს სასწრაფო დახმარების ახალი მანქანა გადაეცა
მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

წალენჯიხას სასწრაფო დახმარების ორი ახალი მანქანა გადაეცა
Print