ახალი ამბები
ლუგელას ხეობაში ხანძარია - შესაძლოა ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო
ლუგელას ხეობაში, თაიას მთაზე ხანძარი გაჩნდა.

ჩხოროწყუს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რადიო "ათინათს" უყვება, რომ ამ ეტაპზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული, ძირითადად, ბუჩქებსა და ეკალბარდებზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ცეცხლი არ არის ლოკალიზებული.

Print