ახალი ამბები
მუხურში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ (ფოტო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.

მათი თქმით, სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და გადაადგილება როგორც ქვეითებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აქციის მონაწილეები დასძენენ, რომ გზაზე მძიმე ტექნიკა ლუგელას ხეობაში მშენებარე ჰესის გამო მუდმივად მოძრაობს, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. ისინი გაზიფიკაციისა და წყლის პრობლემაზეც საუბრობენ.

შეკრებილებს ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა შეხვდა, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტი ორ მილიონი ლარზე მეტის ღირებულებისაა და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print