ახალი ამბები
მოსკოვი სოხუმის დაფინანსებას 4,8 მილიონი აშშ დოლარით ამცირებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას "თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში. რუსეთ-აფხაზეთის "სამთავრობათაშორისო კომისიის"

გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ აფხაზი ლიდერმა ასლან ბჟანიამ თათბირზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება "სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე", მიიღეს, იუწყება ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური.

ამავე ცნობით, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებისთვის, 4,05 მილიარდი რუბლს შეადგენდა, შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4,8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 824,4 მილიონი რუბლია გაცემული, 2023 წლის ლიმიტის ბალანსი კი 390,6 მილიონი რუბლია.

"ეხო კავკაზას" თანახმად, შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.




 

Print