ახალი ამბები
ივლისი-სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 113 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 1496 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 121, ხოლო დაშავდა 2027 მოქალაქე.

ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის 67 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოხდა. შედეგად, დაიღუპა 9, დაშავდა 113 ადამიანი.

ამავე პერიოდში რეგიონში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ავტოსაგზაო შემთხვევის 421 ფაქტი აღინიშნა.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, შსს-ს ცნობით, ყველაზე მეტი 497  საგზაო-სატრანსპორტო ავარია უმოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, 397-ჯერ კი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა, ხოლო 203 ფაქტი აღინიშნა მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
Print