ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება (ფოტო)
ნიკა მელია ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების იმ ნაწილს ხვდება, რომლებიც მხარს უჭერენ მას. შეხვედრას ასევე ესწრება საკრებულოს რამდენიმე წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე და პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური.


მელიას თქმით, მისი მიზანია მხარდამჭერებს ესაუბროს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით კი გამარჯვების გზებსა და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაზე.

"ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში, როგორ უნდა გაიწმინდოს ფულის ინტერესისგან პოლიტიკური სისტემა და მთლიანად ქართულ პოლიტიკაში ფული უნდა ჩანაცვლდეს ხალხის ინტერესით", - განაცხადა მან შეხვედრის დაწყებისას.

ის ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესში გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სრული სიმართლით,ხოლო ნახევარი სიმართლის პირობებში გამარჯვება მიუღწევადია.

"მჯერა მტკიცე პოზიციით, სრული სიმართლით, ენთუზიაზმით, მოტივაციით და სიმართლის ძალით ამ ქვეყანაში ის რეჟიმი, რომელიც ხალხს აღარიბებს და აბუჩად იგდებს აუცილებლად დამარცხდება და ჩანაცვლდება ხალხის ხელისუფლებით", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეხვედრა ზუგდიდში, საათზე მეტია, გრძელდება
Print