რეგიონი
ზუგდიდში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის სტაბილურადაა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print