ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა 7 კორპუსი შენდება - მთავრობა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების მიზნით, 2023-2025 წლებში ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

ამავე ცნობით, აღნიშნული კორპუსები გათვალისწინებულია 1700 დევნილი ოჯახისთვის.

ასევე, როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ზუგდიდის გარდა, კიდევ 4 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს და ჯამში 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს.





ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Print