ახალი ამბები
ჭალადიდში ოჯახი დააყაჩაღეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სარალიძეების ოჯახი დააყაჩაღეს. გარდა იმისა, რომ წაღებულია ფული და ოქრო, ნაცემია ოჯახის რამდენიმე წევრიც. დაზარალებულების ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბიანები და შეიარაღებულები იყვნენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შემთხვევა 10 ნოემბერს ღამით მოხდა.
Print