ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ზუგდიდში არამდგრად ამინდს ელიან
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდში ხვალ გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდს ელიან.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში - ანაკლიასა და ფოთშიც ასეთივე ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება მესტიას, აქ დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.


Print