რეგიონი
ზუგდიდელი კარატისტი ამერიკაში ტურნირის გამარჯვებული გახდა
ზუგდიდელმა გიორგი ჯიქიამ ნიუ - იორკში ჩატარებულ შეჯიბრში FIKA USA KARATE CHAMPIONSHIP - ის ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

სპორტსმენმა 75 კგ - იან წონით კატეგორიაში წარმატებულად იასპარეზა, ჯერ კანადელი მეტოქე დაამარცხა, მომდევნო ბრძოლებში კი - ამერიკელი მოწინაღმდეგეები. 

რადიო ,,ათინათთან'' გიორგი ჯიქია ამბობს, რომ ჩემპიონატისთვის ოთხი თვე აქტიურად ემზადებოდა.

FIKA USA KARATE CHAMPIONSHIP ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ გაიმართა და მასში 17 ქვეყნის 600 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

გიორგი ამერიკაში უკვე 7 წელია იმყოფება. ის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, მათ შორის არის ორგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონიც. ამ ეტაპზე გიორგი ჯიქია ფიტნეს მწვრთნელია, ამასთან, ბავშვებს მის მიერ დაარსებულ კარატეს სკოლაში ასწავლის.

ამავე თემაზე:

ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ზუგდიდელი სპორტსმენი (ფოტო)

საპრიზო ადგილი ქართული და უკრაინული დროშებით - ზუგდიდელი სპორტსმენის წარმატება ამერიკაში




Print