ახალი ამბები
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დადგენას ითხოვს
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, "საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე" ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა.

გარდა ამისა, მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია "უსაფრთხოების გასამტკიცებლად" საქართველომ დადოს იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმება, რათა მან ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.

ამასთან, გალუზინის თქმით, ოფიციალურ თბილისთან საჭიროა უფრო ენერგიული მუშაობა, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება, უკანასკნელი ინციდენტის შემდეგ.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

Print