ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ საახალწლოდ პროდუქტების დასარგებლად 53 570 ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის პროდუქტის დასარიგებლად 53 570 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მრავალშვილიანი ოჯახების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების (ადგილობრივი და დევნილი), მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, 100 წელს გადაცილებულებისა და უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების დასახმარებლად გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული პრედენდენტი ვალდებულია 550 ცალი სასაჩუქრე პაკეტი მოამზადოს.

თითოეულ მათგანში უნდა იყოს მოთავსებული 2 ცალი შესქელებული რძე , 2 პაკეტი შაქარი, 2 ცალი ნაღების კარაქი, ; თითო პაკეტი კარამელი, თითო ბოთლი ლიმონათი, 1 ქილა თაფლი, 2 ყუთი კვერცხი, თითო პაკეტი ფქვილი, მაკარონი, 1 ბოთლი ზეთი, 1 ცალი ვაფლის ტორტი, 1 წიწიბურა, 1 კოლოფი შავი ჩაი, თითო პაკეტი ბრინჯი, 1 გაყინული ქათამი.

აღნიშნული მომსახურება კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 27 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებები 19-დან 21 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
Print