ახალი ამბები
გუდაუთის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუდაუთის რაიონში, სოფელ დრუჟბასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.


ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა 17 ნოემბერს, შუადღის საათებში, " ფსოუ - ენგურის გზატკეცილის 74-ე კილომეტრზე მოხდა, Nissan Tiana  - ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა თხრილში გადავარდა", შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 

Print