ახალი ამბები
გაგრაში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია
გაგრაში წუხელ მოსულმა ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც მანქანების სავალი გზა ჩაიხერგა და მოძრაობა შეფერხდა ქალაქის ცენტრსა და შემოვლით ავტოტრასაზე.
მაშველებს, გზის გასაწმენდად, წაქცეული ხეების ხის ტოტების მოჭრა და დახერხვა მოუხდათ, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავცრელებს.

ამავე ცნობით, იმავე ღამეს, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სასაწყობე შენობას გაუჩნდა ცეცხლი, მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Print