ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერიამ საახალწლო ზეიმის ორგანიზებისთვის 24 000 ლარი გამოყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ზეიმი "2023"-ის ორგანიზებისთვის 24 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულ პრეტენდენტს დაევალება გალა კონცერტის ორგანიზება, მათ შორის ცნობადი მომღერლების ბენდის ჩამოყვანა და ბავშვებისთვის მცირე ზომის სასაჩუქრე 200 პაკეტის მომზადება.

აღნიშნული თანხა სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად კულტურული ღონისძიების ბანერებისა და ფოერვერკების მიწოდებისთვის, სცენისა და აპარატურის დამონტაჟებისთვისაც დაიხარჯება. 

ტენდერში წინადადებები 25-დან 27 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. აღნიშნული მომსახურება კომპანიამ 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

Print