ახალი ამბები
ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ
ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე წელსაც თავისუფლების მოედანზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ დაიდგება. შესაბამისი სამსახურების კონსტრუქციას დილიდან ამონტაჟებენ.

რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, ის 22 დეკემბერს განათდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და საშობაო ალილოს კოსტუმირებული მსვლელობის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 86 840 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხა 22 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის, საბავშვო კონცერტის, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამით გალა-კონცერტისა და 7 იანვარს ალილოს მსვლელობის მომსახურებისთვის დაიხარჯება.


Print