ახალი ამბები
ხამისკურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ტაქსია. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი.
Print