ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" მოსკოვშია
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. ის მოსკოვში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

ამავე ცნობით, "სამუშაო ვიზიტის" ფარგლებში ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებთან.

ბჟანიას თან ახლავს ე.წ. სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თემურ აჰიბა.

ამ თვეში ეს ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტის" მეორე ვიზიტია მოსკოვში. რამდენიმე კვირის წინ ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.


Print