ახალი ამბები
რუხის კლინიკის დირექტორი ლევან ბულია გახდა
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად, 17 ნოემბრის ოფიციალური ბრძანების თანახმად, ლევან ბულია დაინიშნა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" თავად ბულიამ დაუდასტურა.

ლევან ბულია პროფესიით საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ის საბანკო სფეროში მუშაობდა, მათ შორის, ფილიალის დირექტორის პოზიციაზე. ბულიას თქმით, ის საავადმყოფოს ხელმძღვანელი კონკურსის გავლის შემდეგ გახდა.

"მქონდა თავის დროზე რეზიუმე შეტანილი და იყო გასაუბრებები, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა. საბოლოოდ, ამ ეტაპზე ვარ მოვალეობის შემსრულებელი, რაც სტანდარტული პროცედურაა.

შპს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამ ეტაპზე მზარდია და ემატება სხვადასხვა მიმართულება, ჩამოდის ისეთი ახალი აპარატურები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში არც არის. განვითარებისა და ზრდის პროცესია ამ ეტაპზე, იმატებს კმაყოფილი პაციენტების ნაკადი და ჩვენი საზრუნავიც სწორედ ეს არის, ხარისხიანი მომსახურებისა და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე.

ასევე, გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ექიმები, მათ შორის "რესპუბლიკური" საავადმყოფოდან", - უთხრა ბულიამ"ათინათს".

რუხის კლინიკა წლების განმავლობაში კოვიდმიმღები საავადმყოფო იყო.


Print