რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში შტორმმა და ქარიშხალმა პრობლემები შექმნა
გაგრის ზღვის აკვატორიაში 7 ბალიანი შტორმია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგნეტო ,,აფსნიპრესი'' წერს. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე სახლები.

სტიქიამ დააზარალა სოხუმის სანაპიროც.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

მათივე ცნობით, დატბორილი ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 







Print