რეგიონი
პორტი ,,ანაკლია’’ არის ერთ - ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ - ხაზარაძე
“ქართულმა ოცნებამ მოკლა ანაკლიის პროექტი ჩვენ ,,ლელო’’ აუცილებლად ავაშენებთ’’, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, პორტის შესასვლელთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ პროექტის გაჩერებით ქვეყანამ ბიუჯეტში, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი საშემოსავლო გადასახადი დაკარგა.

,,ქვეყანამ დაკარგა 2,2 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, რომ დღეს საქართველო, აი, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარი ყოფილიყო ყველა იმ სატრანსპორტო ტვირთებისა და სერვისების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გავლით ევროპაში, თუ პირიქით - აზიაში მიედინება’’, - თქვა ხაზარაძემ

მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტის ფონზე შენდებოდა ქალაქი ანაკლია, სადაც ათიათასობით ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.

,,ანაკლიის პროექტის უკან შენდებოდა ქალაქი ანაკლია, სადაც ათიათასობით ადამიანი უნდა ყოფილიყო დასაქმებული და უახლოეს ხუთ წელიწადში 25 000 - მდე უნდა ასულიყო მათი დასაქმება. ეს არ არის საარჩევნო დაპირება, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რათა ქვეყანამ დაიბრუნოს ფუნქცია და გახდეს ძლიერი მოთამაშე. პორტი ანაკლია არის ერთ - ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ’’,- დასძინა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც პორტის მშენებელ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსაც” ხელმძღვანელობდა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ამავე თემაზე: 

ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, - ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ -ს ელჩი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს






Print