ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იწვიმებს, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

ზუგდიდსა და მარტვილში 30 ნოემბერს გაწვიმდება, 1-3 დეკემბერს კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

მესტიაში, 30 ნოემბერს ნავარაუდევია ნალექიანი ამინდი. 1-3 დეკემბერს კი - შედარებით თბილი და უნალექო, დღის ტემპერატურა +12, +14 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება ანაკლიასა და ფოთს, სინოპტიკოსთა პროგნოზით, 30 ნოემბერს იწვიმებს, 1-3 დეკემბერს კი თბილი და უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

Print