ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამდებობის 26-მა პირმა ხარვეზებით შეავსო დეკლარაცია - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 250-ზე მეტი თანამდებობის პირის დეკლარაციიდან,  26 ხარვეზიანი აღმოჩნდა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემცირებულია იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც ხარვეზებით ავსებენ დეკლარაციას.

"წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

12 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია", - მითითებულია ორგანიზაციის გვერდზე.

ამავე ცნობით, გამოვლინდა 4 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის სენაკის მერი, ვახტანგ გადელია და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია.

"6 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ შორის არიან მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და აბაშის მერი, გიგა გაბელაია.

თანამდებობის ერთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში", - ნათქვამია დოკუმენტში.



ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
Print