ახალი ამბები
გასულ თვეს, სამეგრელოში უკანონო ტყითსარგებლობის 6 სახერხი საამქრო გამოავლინეს
ნოემბერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის 6 სახერხი საამქრო გამოავლინეს. შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია სამეგრელოში ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი)", - მითითებულია ინფორმაციაში.

ამასთან, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print