ახალი ამბები
ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მაინინგის 130 აპარატი ამოიღეს
ოკუპირებულ აფხაზეთში სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის 130 მოწყობილობა ამოიღეს, მათგან 29 - ოჩამჩირის რაიონში, 108 - ტყვარჩელის სოფელ აკარმარში. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაეკისრა.

უფრო ადრე, მაინინგის 131 აპარატი სოხუმში, დრანდასა და ოჩამჩირეში ამოიღეს.

ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, ოკუპირებულ აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს. 2023 წლის 6 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკაში მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად შტაბი შეიქმნა, რომელსაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს.

ამასთან ერთად, აფხაზი ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში, დე ფაქტო რესპუბლიკაში, შესაძლოა, ისევ "მარაოსებრი გრაფიკი" დაწესდეს, თუ სოხუმი მოსკოვიდან ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებისთვის 900 მილიონი რუბლის მოძიებას ვერ შეძლებს.

ინფორმაციისთვის, წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 60/40-ზე პრინციპით განაწილდება.





Print