ახალი ამბები
ნოემბერში უაქციზო თამბაქოს შენახვისა და რეალიზაციისთვის 12 ადამიანი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა.

უწყების  ცნობით, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის  ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 ადამიანი, მათგან დაკავებულია 12 პირი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Print