ახალი ამბები
ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 58 ფაქტი გამოვლინდა
2023 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 58 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით  სულ 393 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან   324 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას, ხოლო 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 59 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო'', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print