ახალი ამბები
ბზიფის ხიდზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა გუდაუთაში, ბზიფის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ უფროსის მოადგილემ ასტამურ ტანიამ სააგენტოს განუცხადა, რომ ერთმანეთს ორი, Toyota Alphard - ის და Volkswagen - ის მარკის, ავტომობილი შეეჯახა.

ამავე ცნობით, Toyota - ს მძღოლი შემხვედრ ზოლზე გადავიდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Volkswagen - ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

Print