ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად 15 000 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ინგლისურის შემსწავლელი კურსების დასაფინანსებლად 15 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი ითვალისწინებს კვირაში მინიმუმ ორჯერ, 1 საათიან მეცადინეობას.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პედაგოგს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბავშვებისთვის ინგლისური ენის ა1/ა2 დონის გაუმჯობესებაზე, უნდა ჰქონდეს სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების შესაბამისი სასწავლო ლიტერატურით მომარაგება.

სატენდერო წინადადებების მიღება შესაძლებელი იქნება 15 დეკემბრამდე. 
Print