ახალი ამბები
ბულვარის მიმდებარედ ავტოავარიის გამო, მოძრაობა შეზღუდული იყო
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი მგზავრი და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

Print