რეგიონი
აფხაზეთში გადაასვენეს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული მოხალისის ცხედარი
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის ცხედარი დონბასიდან სოხუმში გადმოასვენეს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1986 წელს დაბადებული თემურ ხარიაშვილი ​„დონბასის გათავისუფლების ბრძოლაში“ დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი აფხაზი მოხალისის ცხედარი დონბასიდან სოხუმში გადაასვენეს.

დე ფაქტო აფხაზეთის "საგანგებოს" მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედარი გადმოასვენეს. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, დაიღუპნენ: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა, დმიტრი წვიჟბა და თემურ ხარიაშვილი.
Print