ახალი ამბები
ათიდან ერთ გამოკითხულს საკვების ფული არ აქვს - NDI
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ათიდან ერთ გამოკითხულს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხების შედეგი ასეთია:

12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე;

28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;

45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;

ამავე კვლევით, დაახლოებით, ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის, ათიდან ერთი გამოკითხული ემიგრაციაზე ფიქრობს.

რაც შეეხება გამოწვევებს, გამოკითულთა 58% უმუშევრობას მიიჩნევს ქვეყნის მთავარ პრობლემად, 48% - დაბალ ხელფასებს, 43% - ფასების ზრდას, 23% კი - სიღარიბეს.


Print