ახალი ამბები
სამეგრელოს სკოლის მოსწავლის ინტიმური ფოტოების გავრცელების გამო 3 პირი ამხილეს
სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს თანატოლებმა ინტიმური ფოტოები გაუვრცელეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონამ „facebook messenger“-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.

“დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო”,- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
Print