ახალი ამბები
ზუგდიდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას აღნიშნავს (ფოტო)
ზუგდიდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს.

მუნიციპალიტეტის ქუჩები და ადმინისტრაციული შენობები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო.

ქალაქის ცენტრში გამოფენელია ასევე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის დროშა.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მინიჭების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმზე მსურველები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან უკვე გაემგზავრნენ.

გუშინვე ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებმაცც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას იზეიმეს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

Print