ახალი ამბები
ზუგდიდში ევროკავშირის დროშით მსვლელობა მოაწყვეს
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა ასოციაცია "ნეოგენის" ორგანიზებით აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი სკეიტ პარკთან შეიკრიბნენ სადაც ევროკავშირის დროშა გაშალეს, ერთმანეთს და ზუგდიდს კიდევ ერთხელ მიულოცეს კანდიდატის სტატუსის მიღება.

მოგვიანებით მათ ევროკავშირის ჰიმნის ფონზე მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალური გამზირის მიმდებარედ. 

გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე: 

საქართველოს ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცა

ზუგდიდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას აღნიშნავს (ფოტო)

კანდიდატის სტატუსი ჩვენია - ზუგდიდელების პირველი ემოციები
Print